logo
ENG



ლუკაშენკომ ძალოვანი უწყებების ასობით თანამშრომელი "შესანიშნავი მსახურებისთვის" დააჯილდოვა

18 აგვ 202012:48
3 წუთის საკითხავი
 
os62zo5wimaj0vg.jpg

მასობრივი პროტესტის ფონზე, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ძალოვანი უწყებების ასობით თანამშრომელი "შესანიშნავი მსახურებისთვის" დააჯილდოვა.

შესაბამისი ბრძანება ეროვნულ სამართლებრივ ინტერნეტ-პორტალზე 18 აგვისტოს გამოქვეყნდა. ის 13 აგვისტოთია დათარიღებული.

როგორც რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური იუწყება, მათ შორის არიან სპეცრაზმის, "ომონის", წარმომადგენლებიც.

დაჯილდოებული ძალოვნების სია 25 გვერდს მოიცავს.

მასობრივი პროტესტი ბელარუსში 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა და ამ დრომდე გრძელდება. ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი მღელვარება არჩევნების წინასწარმა შედეგებმა გამოიწვია - ოფიციალური მონაცემებით, ლუკანშენკომ ხმების 80%-ზე მეტი აიღო.

ანტისამთავრობო აქციები სამართალდამცველებთან შეტაკებების ფონზე მიმდინარეობდა. გამოიყენეს რეზინის ტყვიები და ცეცხლსასროლი იარაღი. მიტინგებზე დაიღუპა 2 ადამიანი, ათობით დაშავდა, ათასობით კი დააკავეს.


 


close დახურვა